1984 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით (ლითონსაჭრელი ჩარხები და ტექნოლოგიები).
1984 წლიდან 1989 წლამდე - საამწყობო საამქროში უფროსი ოსტატი, საამქროს უფროსის მოადგილე, საამქროს უფროსი.
1989 წლიდან საწარმოო გაერთიანება "ჩარხმშენებლის" საწარმოო სადისპეტჩერო განყოფილების უფროსის მოადგილე.
1989 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში.
1996 წლიდან 2002 წლის 8 ივლისამდე - სს "ჩარხმშენებელში", გენერალურ დირექტორად.
2002 წლის 9 ივლისიდან დღემდე არის შ.პ.ს "ილეკროს" გენერალური დირექტორი.ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
"ილეკრო" - კეთილშობილ და სხვა ლითონთა ერთობა.
"ილეკრო" - ეწოდების ოქროსა, ვერცხლსა, სპილენძსა, რკინასა, ტყვიასა, კალასა, რვალსა, თითბერსა და ყოველსავე მისთანათა ერთბაშად (სულხან - საბას ლექსიკონიდან).
შ.პ.ს. "ილეკრო" წარმოადგენს საწარმოო გაერთიანება "ჩარხმშენებლის", ყოფილი კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი გაერთიანების ბაზაზე შექმნილ საწარმოს. წარმოება რომელშიც განთავსებულია შ.პ.ს. "ილეკრო", ადრეულ პერიოდში ითვლებოდა ექსპერიმენტალურ მსხვილ მექანიკურ საამქროდ, სადაც მუშავდებოდა და ინერგებოდა ახალი მოდელის ჩარხები და სხვადასხვა მექანიზმები.
შ.პ.ს. "ილეკროში" მუშაობენ გამოცდილი ინჟინრები და მუშამოსამსახურეები, რომელთა უმრავლესობის მუშაობის სტაჟი ამ სფეროში 35 - 40 წელზე მეტია.